Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

მაშ ასე, გავიდა დრო და მე ისევ აქ ვარ. რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში? დიდი არაფერი. ისევ იმავე ადგილას ვმუშაობ, ისევ იგივე პოლიტიკური და რელიგიური მრწამსი მაქვს, არც რასა და კანის ფერი შემიცვლია, მაგრამ რაღაცეების კორექტირება მაინც მოვახდინე! ბევრი ურთიერთობა და მოგონება მივაბარე არქივს. სამუდამოდ გავწყვიტე კავშირი ადამიანთან, რომელთანაც თითქმის სამი წელი ვცხოვრობდი. გულნატკენია და ჩემსკენ აღარც გამოიხედავს, თუმცა დიდ წილად მე მაინც მართალი ვიყავი.

SSCB, რომელიც აქაც ვახსენე, მამა გახდა. უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რაღაცნაირი შინაგანი სიცარიელე! თავისი პატარას სურათები მაჩვენა და ჩემდა უნებურად გავიფიქრე, ხომ შეიძლებოდა ჩემი და მისი შვილი ყოფილიყო-მეთქი. სულ გავრეკე, მართალია! სხვა მხრივ იგივე მარი ვარ და აქ შემოვიხედავ ხოლმე!  ბევრი საინტერსო ბლოგი გაჩენილა ჩემს არყოფნაში, მაგალითად, მწარეს ბლოგი, მენაკი, carpe diem (ძველ აკულებზე რომ არაფერი ვთქვათ) და ა. შ. ნადო ნავერსტატ! წავედი ეხლა, ორი ღამის უძილო ვარ და თავი მიკვდება!

Advertisements

Recovery

ხანგრძლივი და გართულებული ავადმყოფობის შემდეგ ისევ სამსახურს დავუბრუნდი. ჩემდა საბედნიეროდ, ბევრი არაფერი დამხვდა არეული და გაფუჭებული. საერთო ჯამში მშვიდობაა. ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები.

როცა ავად ხარ და მთელი დღე წევხარ, ბევრი დრო გაქვს რაღაცეებზე დასაფიქრებლად და გასაანალიზებლად. ხოდა, მეც ბევრი ვიფიქრე და ბევრი გეგმაც დავაწყე. ამ გეგმებიდან ნახევარს მაინც თუ მოვიყვან სისრულეში, დიდი მიღწევა იქნება. მინდა ჩემს ცხოვრებას ქლინ აფი ჩავუტარო. ბევრ რამეს შევცვლი! მეც შევიცვლები. შედეგების შესახებ კი აქაც იხილავთ, ალბათ. რა ვიცი.

კაცმა რომ თქვას, დიდად არც ვარ წერის გუნებაზე. ჩემმა გახანგრძლივებულმა ავადმყოფობამ ყველაფრის ხალისი დამიკარგა. ამდენი ხანი ავად არასოდეს ვყოფილვარ, როგორც წესი ყველაფერს სწრაფად სძლევდა ჩემი ორგანიზმი, ახალი კი…

ეჰ, სამსახურში მინდა! არ მეგონა ეს ფრაზა თუ წამომცდებოდა, მაგრამ გული მისკდება, ჩემს საქმეებს სხვა რომ აკეთებს და ჩორტ ივო ზნაეტ, რას დაატრიალებს! მიდი მერე და ასწორე სხვისი არეულ-დარეული. დემნ ით! მოკლედ, არა ვარ გუნებაზე და ვაფრქვევ ამ ნეგატიურ განწყობილებას! კმარა! აღარ მინდა!

ამას ვუსმენ. მიყვარს ძალიან.

ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია. რუსები კიდე ამბობენ ნეტ ხუდა ბეზ დაბრაო!

ერთი კვირაა სამსახურში არ ვყოფილვარ და მძინავს იმდენი, რამდენიც მინდა. ხო, კიდევ ვირუსის ნიადაგზე ვერაფერს ვჭამ, ამიტომ რამდენიმე კილოგრამი თავისით, დიეტის გარეშე ემსხვეპლა ამ  ამბავს 🙂

რას ერჩით, ჭე3შმარიტებას ღაღადებენ ანდაზები!

ჯორუსი

ცუდად ვარ, ვირუსების საყოველთაო შემოტევას ვერ გადავურჩი. სიცხე მაქვს, ეხლაც ყველაფერი ორად მეჩვენება 😦 დემნ ით! ესღა მაკლდა!

გაზაფხული?

აჰა, ესეც გაზაფზულის პირველი დღე, ოფიციალურად. სხვა ბლოგებს გადავხედე, ყველა ერთ ხმაში მღერის, აი, მოვიდა გაზაფხული, რა კარგია, ტრა-ლა-ლა, ჩიტუნები, ყვავილები და ა.შ.გილცავთ, როგორ გვიხარია!

მე? მე რას ვგრძნობ? ვერ ვიტან გაზაფხულს, თუ ძალიან გაინტერესებთ!  ვერ ვიტან  სიცივეს იმ დროს, როცა უნდა თბილოდეს, ვერ ვიტან წვიმას იმ დროს, როცა გარეთ მზე უნდა იყოს, ვერ ვიტან თბილისს გაზაფხულზე, იმიტომ რომ აყვავებული ატმების ნაცვლად კორპუსებიდან გადმოყრილ ნაგავს ვხედავ. ვერ ვიტან საკუთარს თავს ამ პერიოდში, რადგან ალერგია მიმწვავდება და ლოთივით წითელი ცხვირით დავდივარ.

მე რომ დათვი ვიყო, ზამთარში კი არა, გაზაფხულზე დავიძინებდი და პირდაპირ ზაფხულში გავიღვიძებდი.

My diet

დღეს ჩემმა შარვალმა მითხრა, საგრძნობლად გამხდარხარო! ისე გამიხარდა, სირბილით გავვარდი სამსახურში. აქვე დავდებ ჩემს ფავორიტ ორ დიეტას, რომელიც მისწრებაა მათთვის, ვისაც მოკლე დროში უნდა რამდენიმე კილოგრმის მოკლება. მართალია, ზოგადად, ასეთი ექსპრეს-დიეტები რეკომენდირებული არ არის, მაგრამ, როგორც წესი, ყველას გვინდა შედეგები მალე ვიხილოთ, თანაც ზოგჯერ რამდენიმე კგ-ს მოკლება დაუყოვნებლივ გვჭირდება (მაგალითად, ქორწილში ხართ წასასვლელი და კაბა აღარ გეტევათ ).

მაშ ასე, დიეტა 1

დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა), 100 გრ. მოხარშული ხორცი ან თევზი, 100 გრ. უცხიმო ხაჭო ან 1 ჭიქა მაწონი, ერთი მოხარშული კვერცხი, ერთი ნაჭერი ყველი. ეს ყველაფერი უნდა გაანაწილოთ ხუთ ულუფად, ჭამიდან ჭამამდე დაიცავით სამ საათიანი ინტერვალი. შუალდებში შეგიძლიათ სვათ ჩაი ან ყავა, ოღონდ უშაქროდ, თუ ძალაინ გაგიჭირდებათ, მიირთვით ვაშლი. დაიცვით ერთი კვირა, შემდეგ გააკეთეთ მცირე პაუზა და გაიმეორეთ (გამეორება შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ). მე ათ დღეში 6 კგ. დავიკელი.

დიეტა 2 (გამოვცადე არა მარტო მე, არამედ ჩემი შედეგით აღფრთოვანებულმა მთელმა ჩემმა სამსახურმა).

  1. პირველი დღე: ერთი ქილა მაწონი და ერთი შეკვრა ხლებცები;
  2. მეორე დღე: მინერალური წყალი და ერთი შეკვრა ხლებცები;
  3. მესამე დღე: 1ლ. რძე და ერთი შეკვრა ხლებცები;
  4. მეოთხე დღე: უმი კომბოსტოს სალათი ვაშლის ძმრით და ერთი შეკვრა ხლებცები;
  5. და ბოლოს, 1 კგ. ვაშლი და ხლებცები.

როცა მორჩებით, ისვენებთ რამდენიმე დღე და შემდეგ გაიმეორეთ რამდენჯერაც გინდათ. ეს დიეტა მართლა ძალიან ეფექტურია, შედეგი მომენტალურად გემჩნევათ.

აი, ეს იყო, რაც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. თუ კიდევ რაიმე კარგ დიეტას აღმოვაჩენ  და საკუთარ თავზე გამოვცდი, აუცილებლად გაგაგებინებთ ;).

ხო, მართლა, დიდი სიამოვნებით მივიღებ რჩევებს ამ თემაზე და გავითვალისწინებ სხვის გამოცდილებას. 😉