Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

მაშ ასე, გავიდა დრო და მე ისევ აქ ვარ. რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში? დიდი არაფერი. ისევ იმავე ადგილას ვმუშაობ, ისევ იგივე პოლიტიკური და რელიგიური მრწამსი მაქვს, არც რასა და კანის ფერი შემიცვლია, მაგრამ რაღაცეების კორექტირება მაინც მოვახდინე! ბევრი ურთიერთობა და მოგონება მივაბარე არქივს. სამუდამოდ გავწყვიტე კავშირი ადამიანთან, რომელთანაც თითქმის სამი წელი ვცხოვრობდი. გულნატკენია და ჩემსკენ აღარც გამოიხედავს, თუმცა დიდ წილად მე მაინც მართალი ვიყავი.

SSCB, რომელიც აქაც ვახსენე, მამა გახდა. უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რაღაცნაირი შინაგანი სიცარიელე! თავისი პატარას სურათები მაჩვენა და ჩემდა უნებურად გავიფიქრე, ხომ შეიძლებოდა ჩემი და მისი შვილი ყოფილიყო-მეთქი. სულ გავრეკე, მართალია! სხვა მხრივ იგივე მარი ვარ და აქ შემოვიხედავ ხოლმე!  ბევრი საინტერსო ბლოგი გაჩენილა ჩემს არყოფნაში, მაგალითად, მწარეს ბლოგი, მენაკი, carpe diem (ძველ აკულებზე რომ არაფერი ვთქვათ) და ა. შ. ნადო ნავერსტატ! წავედი ეხლა, ორი ღამის უძილო ვარ და თავი მიკვდება!

Recovery

ხანგრძლივი და გართულებული ავადმყოფობის შემდეგ ისევ სამსახურს დავუბრუნდი. ჩემდა საბედნიეროდ, ბევრი არაფერი დამხვდა არეული და გაფუჭებული. საერთო ჯამში მშვიდობაა. ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები.

როცა ავად ხარ და მთელი დღე წევხარ, ბევრი დრო გაქვს რაღაცეებზე დასაფიქრებლად და გასაანალიზებლად. ხოდა, მეც ბევრი ვიფიქრე და ბევრი გეგმაც დავაწყე. ამ გეგმებიდან ნახევარს მაინც თუ მოვიყვან სისრულეში, დიდი მიღწევა იქნება. მინდა ჩემს ცხოვრებას ქლინ აფი ჩავუტარო. ბევრ რამეს შევცვლი! მეც შევიცვლები. შედეგების შესახებ კი აქაც იხილავთ, ალბათ. რა ვიცი.

უგუნებო პოსტი

კაცმა რომ თქვას, დიდად არც ვარ წერის გუნებაზე. ჩემმა გახანგრძლივებულმა ავადმყოფობამ ყველაფრის ხალისი დამიკარგა. ამდენი ხანი ავად არასოდეს ვყოფილვარ, როგორც წესი ყველაფერს სწრაფად სძლევდა ჩემი ორგანიზმი, ახალი კი…

ეჰ, სამსახურში მინდა! არ მეგონა ეს ფრაზა თუ წამომცდებოდა, მაგრამ გული მისკდება, ჩემს საქმეებს სხვა რომ აკეთებს და ჩორტ ივო ზნაეტ, რას დაატრიალებს! მიდი მერე და ასწორე სხვისი არეულ-დარეული. დემნ ით! მოკლედ, არა ვარ გუნებაზე და ვაფრქვევ ამ ნეგატიურ განწყობილებას! კმარა! აღარ მინდა!

ამას ვუსმენ. მიყვარს ძალიან.

ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია. რუსები კიდე ამბობენ ნეტ ხუდა ბეზ დაბრაო!

ერთი კვირაა სამსახურში არ ვყოფილვარ და მძინავს იმდენი, რამდენიც მინდა. ხო, კიდევ ვირუსის ნიადაგზე ვერაფერს ვჭამ, ამიტომ რამდენიმე კილოგრამი თავისით, დიეტის გარეშე ემსხვეპლა ამ  ამბავს 🙂

რას ერჩით, ჭე3შმარიტებას ღაღადებენ ანდაზები!

ჯორუსი

ცუდად ვარ, ვირუსების საყოველთაო შემოტევას ვერ გადავურჩი. სიცხე მაქვს, ეხლაც ყველაფერი ორად მეჩვენება 😦 დემნ ით! ესღა მაკლდა!

გაზაფხული?

აჰა, ესეც გაზაფზულის პირველი დღე, ოფიციალურად. სხვა ბლოგებს გადავხედე, ყველა ერთ ხმაში მღერის, აი, მოვიდა გაზაფხული, რა კარგია, ტრა-ლა-ლა, ჩიტუნები, ყვავილები და ა.შ.გილცავთ, როგორ გვიხარია!

მე? მე რას ვგრძნობ? ვერ ვიტან გაზაფხულს, თუ ძალიან გაინტერესებთ!  ვერ ვიტან  სიცივეს იმ დროს, როცა უნდა თბილოდეს, ვერ ვიტან წვიმას იმ დროს, როცა გარეთ მზე უნდა იყოს, ვერ ვიტან თბილისს გაზაფხულზე, იმიტომ რომ აყვავებული ატმების ნაცვლად კორპუსებიდან გადმოყრილ ნაგავს ვხედავ. ვერ ვიტან საკუთარს თავს ამ პერიოდში, რადგან ალერგია მიმწვავდება და ლოთივით წითელი ცხვირით დავდივარ.

მე რომ დათვი ვიყო, ზამთარში კი არა, გაზაფხულზე დავიძინებდი და პირდაპირ ზაფხულში გავიღვიძებდი.

My diet

დღეს ჩემმა შარვალმა მითხრა, საგრძნობლად გამხდარხარო! ისე გამიხარდა, სირბილით გავვარდი სამსახურში. აქვე დავდებ ჩემს ფავორიტ ორ დიეტას, რომელიც მისწრებაა მათთვის, ვისაც მოკლე დროში უნდა რამდენიმე კილოგრმის მოკლება. მართალია, ზოგადად, ასეთი ექსპრეს-დიეტები რეკომენდირებული არ არის, მაგრამ, როგორც წესი, ყველას გვინდა შედეგები მალე ვიხილოთ, თანაც ზოგჯერ რამდენიმე კგ-ს მოკლება დაუყოვნებლივ გვჭირდება (მაგალითად, ქორწილში ხართ წასასვლელი და კაბა აღარ გეტევათ ).

მაშ ასე, დიეტა 1

დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა), 100 გრ. მოხარშული ხორცი ან თევზი, 100 გრ. უცხიმო ხაჭო ან 1 ჭიქა მაწონი, ერთი მოხარშული კვერცხი, ერთი ნაჭერი ყველი. ეს ყველაფერი უნდა გაანაწილოთ ხუთ ულუფად, ჭამიდან ჭამამდე დაიცავით სამ საათიანი ინტერვალი. შუალდებში შეგიძლიათ სვათ ჩაი ან ყავა, ოღონდ უშაქროდ, თუ ძალაინ გაგიჭირდებათ, მიირთვით ვაშლი. დაიცვით ერთი კვირა, შემდეგ გააკეთეთ მცირე პაუზა და გაიმეორეთ (გამეორება შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ). მე ათ დღეში 6 კგ. დავიკელი.

დიეტა 2 (გამოვცადე არა მარტო მე, არამედ ჩემი შედეგით აღფრთოვანებულმა მთელმა ჩემმა სამსახურმა).

  1. პირველი დღე: ერთი ქილა მაწონი და ერთი შეკვრა ხლებცები;
  2. მეორე დღე: მინერალური წყალი და ერთი შეკვრა ხლებცები;
  3. მესამე დღე: 1ლ. რძე და ერთი შეკვრა ხლებცები;
  4. მეოთხე დღე: უმი კომბოსტოს სალათი ვაშლის ძმრით და ერთი შეკვრა ხლებცები;
  5. და ბოლოს, 1 კგ. ვაშლი და ხლებცები.

როცა მორჩებით, ისვენებთ რამდენიმე დღე და შემდეგ გაიმეორეთ რამდენჯერაც გინდათ. ეს დიეტა მართლა ძალიან ეფექტურია, შედეგი მომენტალურად გემჩნევათ.

აი, ეს იყო, რაც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. თუ კიდევ რაიმე კარგ დიეტას აღმოვაჩენ  და საკუთარ თავზე გამოვცდი, აუცილებლად გაგაგებინებთ ;).

ხო, მართლა, დიდი სიამოვნებით მივიღებ რჩევებს ამ თემაზე და გავითვალისწინებ სხვის გამოცდილებას. 😉

Sur Eurovision

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ევროვიზიისა და ქართველი კანდიდატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზს.

ჩემი ღრმა რწმენით, თუ მაინც გადაწყდა, რომ საქართველო მონაწილებას მიიღებდა ამ კონკურსში, იმაზე მაინც უნდა გვეზრუნა, რომ ღირსეულად გამოვსულყავით. ასევე ჩემი ღრმა რწმენით, თუ პროტესტია პროტესტი უნდა იყოს და თუ ხელოვნებაა – ხელოვნება. ყბადაღებული ‘put in disco’ არც ერთში ჯდება და არც მეორეში.

არც ერთი ამ დუეტის, თუ კვარტეტია თუ რაც არის, წევრის მიმართ განსაკუთრებული სიმპათით არ ვარ განწყობილი და ერთი ფრაზა ‘we don’t wanna put in’ მათ ჩემს თვალში ვერც ეროვნულ გმირებად აქცევს და ვერც დიდ მომღერლებად.

პრინციპი, გილს მაინც მოვიფხანთო, ყოველთვის არ გამოდგება, თანაც ჩემი აზრით, თუ გულის მოფხანა გინდა, მინიმუმ სილა უნდა გააწნა, თორემ კოღოს ნაკბენი  დიდი ვერაფერია და თუ სილის გარტყმის ტრაკი არ გაქვს, მაშინ ეგ ადგილი უნდა დააყენო.

ჩეპე

მთელი ჩემი სამუშაო გამოცდილების მანძილზე პირველად მომივიდა ჩეპე.  ჩეპე რა, საკუთარი უყურადღებობის გამო, დოკუმენტში შეცდომა გამეპარა, იმ დოკუმენტს კი სხვამ მოაწერა ხელი, რომელიც მთლიანად მენდობოდა.

აუ, საზიზღრად ვგრძნობ თავს და სიტყვები, შეცდომა იმას არ მოსდის, ვინც არაფერს აკეთებსო, საერთოდ არ მშველის. მრცხვენია 😦

damn the ტაქტიანობა!

უკვე მერამდენედ ჩემი ბავშობის მეგობარი მეხვეწება ჩემთან გამოდიო და უკვე მერამდენენ მიზეზები არ მელევა ამ ვიზიტის თავიდან ასაცილებლად და მერე გული მერევა საკუთარ თავზე ამდენი ტყუილების გამო! გავკარი ამ ტაქტიანობას, წიპა ვიღაცას რომ უფრთხილდები, გული არ ეტკინოს, ჩემი სიმართლე ზედმეტად მწარე არ აღმოჩნდეს მისთვის. აღარ შემიძლია! სიმართლე კი ისაა, რომ არ მინდა იმ ადამიანთან ურთიერთობა. არც ცუდი გოგოა და არც არაფერი, მაგრამ ჩვენი ბავშვობის დროინდელი მეგობრობა ბავშვობაშივე დარჩა. სულ ესაა!

კონფუცი მთავრობაზე

Однажды к Конфуцию пришел ученик и спросил: Каковы основные характеристики хорошего правительства? Еда, оружие и доверие народа, — ответил Конфуций. А если представить, что тебя попросили пожертвовать одним из них, что бы это было? Оружие. А если пришлось бы отказаться и от второго? Еда. Но без пищи народ бы умер! С незапамятных времен смерть была участью человеческих существ. Но народ, не доверяющий своему правительству, действительно пропадет.

ამ ლოგიკით ქართველები გადაშენებას ვიწყებთ.

ერთი კვირაა ყავა აღარ დამილევია. ხოდა, შედეგად, ამ დილით ისე ამოვირბინე ჭავჭავაძის აღმართი, რომ პულსს 200-თვის არ აურტყამს და ლოცვა არ დამჭირვებია, ღმერთო სამსახურამდე ცოცხალი ამიყვანე-თქო. საერთოდ რატომ ვსვამდი ყავას მაინც არ მესმის? დიდი ხანია უკვე ყავა ჩემთვის თავის მთავარ დანიშნულებას აღარ ასრულებდა და აღარ მაფხიზლებდა, პირიქით, აშკარად სედატიური მოქმედება ჰქონდა (ექიმის განმარტებით, გაქანებული ნევროზის ბრალია :D). რაღაცნაირ რიტუალად მექცა დილაობით პაჟამათი ბოდიალი ყავის წრუპვა. თან მომწონს ყავის გემო და არომატი, მაგრამ ახლა ამ რიტუალს შევეშვი. კარგია, well done, Marie!

თუმცა საქებართან ერთად დასაძრახი საქციელიც ჩავიდინე, კერძოდ ის, რომ გუშინ დიეტა შემომერღვა (რა კარგია ეს ქართული ენა, შემომეჭამა, შემომელახა და ა. შ. ანუ ამ სიტყვებიდან ნათლად იკვეთება, რომ არ მქონდა არ ცემის და არც ჭამის სურვილი, მაგრამ თავისთავად მოხდა ასე, შემომელახა, რა :D) არც მე მქონდა დიეტის დარღვევის სურვილი. მაინც საიდან მაქვს კანიბალიზმისკენ ასეთი მიდრეკილება და რატომ მეკეტება ჭკუა ყოველგვარ ხორცპროდუქტებზე, ვერ ვიგებ!

წუწუნა

ვამჩნევ, რომ ბლოგი ნელ-ნელა ვაქციე საწუწუნო და საკუთარი უგუნებობის გადმოსაფრქვევ ადგილად. ასე ჯობია პრინციპში. რომ არა ბლოგი, მთელი ჩემი უგუნებობა და დეპრესიები ჩემს საუკეთესო მეგობარს დაატყდებოდა თავს, ხოდა რაღა ცოცხალ ადამიანს ვუბურღო ტვინი? ინტერნეტი ყველაფერს აიტანს! მერე მკითხველებს რა პასუხს ვაძლევ? ნუ, მკითხველი პრაქტიკულად არ მყვას და ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდზე შემოსულა მთელი ამ დროის მანძილზე, დიდი ალბათობით, მეორედ აღარც შემოვა. სრულიად ბუნებრივია ეს, რატომ უნდა დაკარგოს ვინმემ აქ დრო, როდესაც ჩემსაზე ბევრად საინტერესო ბლოგები არსებობს ქართულ სივრცეში?!

ამ შემთხვევაში არც ვცდილობ პოსტების ხარისხის ამაღლებას და შესაბამისად, საკუთარი ბლოგის საინტერესოდ და წარმატებულად ქცევას.

ვამჩნევ, რომ რაღაცნაირი გავხდი. ხალხს გავურბივარ. სამსახურში ოთახიდან აღარ გავდივარ. არავის ვეკონტქტები. აი, მაგალითად, დღეს ვიცოდი, რომ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის დაბ.დღე იყო, უნდა ავსულიყავი და მიმელოცა (ძალიან კარგი გოგოა და ძალიანაც მიყვარს), მე კიდე განგებ არ გავსულვარ ოთახიდან, თავი ავარიდე. ასევე ვიცოდი, რომ ჩემს ყოფილ თანამშრომელს მამა გარდაეცვალა და იქაც უნდა წავსულიყავი, წესით, მაგრამ არ წავედი, თავი შევიკავე. დასვენების დღეებშიც მაქსიმალურად ვერიდები სახლიდან გასვლას. თუ ნაცნობი მხვდება, რამდენადაც შესაძლებელია თვალს და თავს ვარიდებ ხოლმე. სამსახურიდან როცა მივდივარ, შეგნებულად ცოტა გვიან გავდივარ, რომ ყველა წასული იყოს და არავინ დამემგზავროს. არავის ვურეკავ, არავის ამბავს ვკითხულობ, არც ერთ სოციალურ ქსელში და IM-ში არ შევდივარ. ეს სოციოფობიაა? მოკლედ, არ ვიცი და რაც არ უნდა იყოს, ჩემი თავი ასეთი არ მომწონს.

მენატრება

people_studying

ვინმეს შეიძლება უცნაურადაც მოეჩვენოს, მაგრამ სწავლა მენატრება, უფრო სწორად სტუდენტობა მენატრება, კონკრეტულად რაიმე სიტუაცია, ჯგუფელები ან კურსელები კი არა, ზოგადად სწავლის პროცესი.

მენატრება ლექციები, მენატრება კოლოქვიუმები, ვაიუბედურებით გადაწერილი და გადაწერინებული, პრეზენტაციები, სემინარები, გამოცდებიც კი მენატრება, თავისი გათენებული ღამეებით, ნერვიულობით, სტრესებით, საკუთარი თავის ლანძღვით, თავის დროზე ყველა სემინარი რომ მესწავლა, ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდიო და ა.შ. გამოცდის წინა უძილობაც მენატრება (რომელიც მხოლოდ პირველ-მეორე კურსზე მჭირდა, სხვათაშორის). აუდიტორიის კართან დგომა და ნერვიულობაც მენატრება. აი, რომ დგახარ და ტვინს იჭყლეტ, აუ, ეხლა შიგნით რა ხდება, წურავს ხალხს? ნიშნებს როგორ წერს? და მერე რომ გამოვა ვიღაცა და ყველა მიაწყდება, რა ქენი? რა დაგიწერა? თუ თქვა, ყველაფერმა ადვილად ჩაიარაო, გულზე გეშვება, თუ თქვა გამწურაო, აუუუუ, გული გიჩერდება. ის ორი საკითხი გახსენდება, წაკითხვა რომ ვერ მოასწარი, რომ გაახალტურე. თავს იმშვიდებ, რაღა ეგ შემხვდებაო. მერე გამოცდაზე შედიხარ და პა ზაკონუ პოდლასტი, იმ ორი საკითხიდან ერთი მაინც შედის ბილეთში. იწყებ ჩალიჩს, მერხის ქვეშ ჩუმად წიგნი რომ გადაშალო და წაიკითხო, თუ ვერ ახერხებ, ცდილობ ტვინი დაძაბო და მიხვდე, მაინც რას შეიძლება გულისხმობდეს ეს საკითხი. საბოლოოდ კი, ისე პასუხობ, ლექტორი აღფრთოვანებას ვერ მალავს 🙂 მერე ნიშნის დასველება და ამბავი… კი, ასე იყო, ჩემს ახალგაზრდობაში.

მართალია მერე გავიზარდე, ამ ყველაფრის მიმართ იმუნიტეტი გამოვიმუშავე და გამოცდის წინაც გემრიელად მეძინა, გამოცდაზეც აუღელვებლად შევდიოდი და ნიშანიც სულ აღარ მადარდებდა (და ზუსტად მაგიტომ ყოველთვის ძალიან მაღალ შეფასებებს ვიღებდი) , მაინც ეს ყველაფერი მენატრება.

უკან, წარსულში მინდა!