როდესაც ვინმესთან ვკამათობ რაიმე სრულიად არაპირადულ საკითხზე (იქნება ეს პოლიტიკა, სამართალი, ლიტერატურა თუ სულ ელემენტარული ჩახოხბილის მომზადების წესები), ძირითადად ყველაფერი ერთი სცენარით ვითარდება: მე სრულიად მშვიდად ვიშველიებ არგუმენტებს საკუთარი მოსაზრების დასაცავად, ჩემი ოპონენტი კი ჯერ ცოფდება, შემდეგ კი აუცილებლად გადმოდის პირად შეურაცხყოფაზე. ნუ, თუ ყველა შემთხვევაში მორალის არმქონეს და უსულგულოს არ მეძახიან, რაღაც მწარეს მაინც აუცილებლად მეტყვიან ბოლოს, წიპა, იცი რა შენთან კამათს აზრი არ აქვს, შენ ამას მაინც ვერ გაიგებ და ა.შ.
თუ პოპულარულ ქართულ ტოკ-შოუებს ვუყურებ, ვხვდები, რომ ეს მარტო ჩემი პრობლემა არაა. იქაც ძირითადა ყველაფერი იგივენაირად მიმდინარეობს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მოწვეული, პოლიტიკოსები, სპორტსმენები თუ ხელოვნების წარმომადგენლები. ანუ, ეს ზოგადად ქართული საზოგადოების სენია. ვერ ვიტყვი, რომელი უფრო დიდი პრობლემაა ამ შემთხვევაში, ის, რომ კამათის კულტურა არ გაგვაჩნია, თუ ის, რომ განსხვავებული აზრის ატანა არ შეგვიძლია. ვფიქრობ, უფრო მეორე, რადაგან სწორედ ეს იწვევს გაცხარება-გაცოფებას და უმაღლეს ზღვარზე მისულები, უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადადიან, ანუ, სიტყვაზე, თუ ვიღაცას Ramchtain-ი უფრო მოსწონს, ვიდრე ჩაკრულო, ის ეროვნულ ფასეულობებს პატივს არ სცემს და სოროსელია, ხოლო თუ ვინმეს სააკაშვილი მოსწონს – უზნეო და ცოცხლად დასამარხი და თუ, ღმერთმა არ ქნას და ოპოზიციიდან მოგწონს ვინმე, სამშობლოს მოღალატე ხარ!
გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი მარაზმია, მე ერთი რამის თქმა შემიძლია, ასეთ კამათში ჭეშმარიტება ნამდვილად არ იბადება!
მართალი ხარ! აქ უმრავლესობას ვერაფრით დაუმტკიცებ,რომ შეიძლება ”მისი უდიდებულესობა” შეცდეს და შენ უფრო სწორი აზრი გაგაჩნდეს რაიმე საკითხთან დაკავშირებით:)